ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016430
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
02/04/2018
ვებგვერდი, 11/04/2018
010250020.35.158.016430
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/04/2018 - 15/07/2019)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2018 წლის 2 აპრილი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების  აქტის  ფორმა  დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის  ფორმა  დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №6 დადგენილება  (www.matsne.gov.ge; 20/02/2013 წ. 010250020.35.158.016118).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე 


მითითების აქტი № ------------

შედგენის  ადგილი:  -----------------                                                შედგენის თარიღი: -------------------                                                     

დამრღვევის ვინაობა და მისამართი --------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, მაიდენტიფიცირებელი დოკუმეტის მონაცემები)

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი: -------------------------------------------------------------------------

(მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გათვალიწინებულია  საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა

და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ --------------------- მუხლის ----------------------------------------

დარღვევის გამოსწორების ვადა: ----------------------------------------------------    დღე

მითითების აქტი  შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: --------------------------------------

                               (შედგენაზე  უფლებამოსილი პირების სტატუსი, სახელი, გვარი, ხელმოწერა )

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                        --------------------------------                 ----------------------------

მითითების აქტი   ჩაბარდა და გაეცნო: ---------------------------------------------------------------------

(განთავსების ადგილი)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა;  ბ) მითითება არ შესრულდა;  გ) მითითება არადროულად შესრულდა. (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდამრღვევის საქმის წარმოება წყდება 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი).

თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი).

დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –  ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება (საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“) გათვალისწინებული ჯარიმის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე15 პუნქტი).

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების პირადი ჩაბარება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში-ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.  თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).


დანართი 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106. ტელ: 599 85 99 02

შემოწმების აქტი №


---------------------------                                                                            -----/------------/---------- წ.

                         (შედგენის ადგილი)                                                                       (შედგენის თარიღი)

 

დამრღვევის დასახელება:  _______________________________________

_________________________________

__________________________________________________________________

______________________________    (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

 სამშენებლო ობიექტი: _________________________________________________

____________________________________________________________________

___________________________________________________________________

________ (დანიშნულება, მისამართი,

საკადასტრო კოდი, მესაკუთრე) 

 

1. დამრღვევს მიეცა № ---------------------- მითითება მასზე, რომ საქართველოს კანონის

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითებით გამოვლინდა დარღვევები:

  1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

  1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

  1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

  1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

  1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

აქტის  შედეგნის  ეტაპისათვის მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ მითითებაში დაფიქსირებული დარღვევა № ____________ დამრღვევის მიერ:

ა)  შესრულდა

ბ) არ შესრულდა

გ) არადროულად შესრულდა

____________________________________________________________________________________

2ю სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება  შემოწმების აქტის შედგენით იწყება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად შემდეგ შემთხვევებში:

ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;

ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავსუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევების არსებობისას;

გ) დარღვევებისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;

ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარმოუდგენლობისას;

ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპოლატაციაში მისაღებად განაცხადის წარმოუდგენლობისისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;

ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;

თ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 251 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დადგენილია:____________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

___________ (დამრღვევის: სახელი, გვარი,პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება,

საიდენტიფიკაციო ნომერი) და გამოვლენილი დარღვევის შინაარსი.

 

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _____________________                   __________________

                                                                                (სახელი, გვარი)                                      (ხელმოწერა)

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _____________________                   __________________

                                                                                (სახელი, გვარი)                                      (ხელმოწერა)

დამრღვევი:  _____________________             __________________

                              (სახელი, გვარი)                                     (ხელმოწერა)

მოწმე: _____________________             __________________

                              (სახელი, გვარი)                                     (ხელმოწერა)

შენიშვნა:______________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

______________________________________ .