დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2463 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024834 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2463 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი |
„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 10 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 9 179 753 (ცხრა მილიონ ას სამოცდაცხრამეტი ათას შვიდას ორმოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის: 1.1 საჩხერის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 475 000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა დანართ №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.2 ჭიათურის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 369 489 (სამას სამოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაცხრა) ლარისა დანართ №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 381 241 (სამას ოთხმოცდაერთი ათას ორას ორმოცდაერთი) ლარისა დანართ №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.4 დუშეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 104 432 (ას ოთხი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარისა დანართ №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.5 თიანეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 326 017 (სამას ოცდაექვსი ათას ჩვიდმეტი) ლარისა დანართ №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.6 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 440 300 (ოთხას ორმოცი ათას სამასი) ლარისა დანართ №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.7 ონის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 335 159 (სამას ოცდათხუთმეტი ათას ას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №7-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.8 ცაგერის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 291 811 (ორას ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას თერთმეტი) ლარისა დანართ №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.9 ადიგენის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.10 ასპინძის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 432 424 (ოთხას ოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდაოთხი) ლარისა დანართ №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.11 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 168 884 (ას სამოცდარვა ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარისა დანართ №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.12 ახალციხის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 534 470 (ხუთას ოცდათოთხმეტი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარისა დანართ №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.13 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა დანართ №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.14 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა დანართ №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.15 გორის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა დანართ №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.16 ქარელის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 420 073 (ოთხას ოცი ათას სამოცდაცამეტი) ლარისა დანართ №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.17 ხაშურის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 280 280 (ორას ოთხმოცი ათას ორას ოთხმოცი) ლარისა დანართ №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.18 ახმეტის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 1 044 760 (ერთი მილიონ ორმოცდაოთხი ათას შვიდას სამოცი) ლარისა დანართ №18-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.19 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 701 706 (შვიდას ერთი ათას შვიდას ექვსი) ლარისა დანართ №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.20 კასპის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 202 668 (ორას ორი ათას ექვსას სამოცდარვა) ლარისა დანართ №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.21 თელავის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 105 873 (ას ხუთი ათას რვაას სამოცდაცამეტი) ლარისა დანართ №21-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.22 წალკის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 267 718 (ორას სამოცდაშვიდი ათას შვიდას თვრამეტი) ლარისა დანართ №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.23 დმანისის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 223 621 (ორას ოცდასამი ათას ექვსას ოცდაერთი) ლარისა დანართ №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.24 მცხეთის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 275 868 (ორას სამოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდარვა) ლარისა დანართ №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად; 1.25 მესტიის მუნიციპალიტეტს – არა უმეტეს 697 959 (ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა დანართ №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“; ბ) განკარგულების დანართები: №1 – №25 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები