„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024833
2462
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024833
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2462

  2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 2017 წლის 1 დეკემბრით.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი.