დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.034.016740 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/04/2018 - 04/04/2018)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1016 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულება |
მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი ) სამართლებრივ სტატუსს , სტრუქტურას , უფლებამოსილებას , ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს . მუხლი 2 1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს , რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს . 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს . 3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით . 4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს , სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით . 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი ) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) წინაშე . მუხლი 3 დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების , საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად . თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4 დეპარტამენტის ამოცანებია : ა ) სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა ; ბ ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ , აგრეთვე საზოგადოების მართლშეგნების /ცნობიერების ამაღლების მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ; გ ) საინფორმაციო არხების მეშვეობით სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ; დ ) კომპეტენციის ფარგლებში , სახელმწიფო , არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება ; ე ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით , კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება ; ვ ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ ; ზ ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების , პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა ; თ ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა ან /და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება ; ი ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა ; კ ) სამინისტროს ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება ; ლ ) საქართველოს კანონმდებლობით , ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება . მუხლი 5 დეპარტამენტის უფლებამოსილებებია : ა ) საკომუნიკაციო კონცეფციის , სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება , განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი ; ბ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა , მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების , საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელება ; გ ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი /ანალიზი ; დ ) სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის , სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება ; ე ) საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება ; ვ ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია , რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას ; ზ ) საომარი და /ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება ; თ ) ვიზუალური მასალის ტექნიკური მხარის მონიტორინგი და საორგანიზაციო -ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა ; ი ) მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება , გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება ; კ ) მოქალაქეებისგან შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემა ; ლ ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან და სამოქალაქო სექტორთან , კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია ; მ ) სამინისტროს დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების /პირების საქმიანობის კოორდინაცია ; ნ ) კომპეტენციის ფარგლებში საქმისწარმოების ორგანიზება ; ო ) საქართველოს კანონმდებლობით , ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება . თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 6 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია : ა ) მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო : ა .ა ) პრესცენტრი (სამმართველო ): ა .ბ ) მედიადაგეგმარების სამმართველო ; ბ ) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო : ბ .ა ) სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება ; ბ .ბ ) მონიტორინგის და ანალიზის განყოფილება ; გ ) ციფრული კომუნიკაციების სამმართველო : გ .ა ) ციფრული და შიდა კომუნიკაციების განყოფილება . მუხლი 7 1. მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილებაა : ა ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება ; ბ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა , მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების , საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელება ; გ ) კომპეტენციის ფარგლებში , სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა ; დ ) სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ; ე ) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესის კოორდინაცია ; ვ ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ ; ზ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . 2. პრესცენტრის (სამმართველო ) კომპეტენციაა : ა ) საინფორმაციო არხების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება ; ბ ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები , ოფიციალური შეხვედრები , ვიზიტები და ა .შ .) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება ; გ ) პრესრელიზების , საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება ; დ ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია , რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას ; ე ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . 3. მედიადაგეგმარების სამმართველოს კომპეტენციაა : ა ) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესში მონაწილეობა ; ბ ) თემატური შეხვედრების , პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან გამართვა ; გ ) მიმდინარე ღონისძიებების ფოტო-და ვიდეოგადაღება , გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება ; დ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთან ურთიერთობის საკითხზე სამინისტროს მოსამსახურეებისთვის ინსტრუქციის შემუშავება , გამოცემა , აგრეთვე ლექცია -სემინარის ორგანიზება ; ე ) საომარი და /ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს , მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება ; ვ ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა ან /და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება ; ზ ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების , მედიასემინარების , მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება ; თ ) რეგიონებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია ; ი ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . მუხლი 8 სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფლებამოსილებაა : ა ) სამინისტროს სისტემის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება , დაგეგმვა , განხორციელება და მონიტორინგი ; ბ ) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის , აგრეთვე საკომუნიკაციო კონცეფციის , სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით , სამინისტროს სისტემის დანაყოფების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება და აღნიშნული ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა ; გ ) სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია ; დ ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი /ანალიზი ; ე ) სახელმწიფო , არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება ; ვ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . მუხლი 9 ციფრული კომუნიკაციების სამმართველოს უფლებამოსილებაა : ა ) ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება ; ბ ) საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ; გ ) მოქალაქეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ; დ ) ციფრულ მედიაში არსებული საკომუნიკაციო არხების მართვა ; ე ) სოციალური მედიის მონიტორინგი , ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება ; ვ ) შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიციირება ; ზ ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფებიდან დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია ; თ ) შიდა საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და სისტემატიზაცია ; ი ) სამინისტროს დანაყოფებში სპიკერის მოძიება და მათი გადამზადება ; კ ) ოფიციალური გამოსვლის ტექსტებისა და პრესრელიზების პროექტების მომზადება ; ლ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 10 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი . 2. დეპარტამენტის დირექტორი : ა ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს , წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს , წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის ; ბ ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ; გ ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას ; დ ) ანაწილებს ფუნქცია -მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ; ე ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე ; ვ ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ ; ზ ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ , მათ შორის , დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით ; თ ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების , მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე , რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად ; ი ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას ; კ ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ , მინისტრს ან /და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ; ლ ) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას ; მ ) კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებისამებრ უფლებამოსილია დეპარტამენტში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები ; ნ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს , ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) ცალკეულ დავალებებს . 3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე . მუხლი 11 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები , რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი . 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე : ა ) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში ; ბ ) ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას , აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს ; გ ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ; დ ) ასრულებს მინისტრის , კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში ) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს ; ე ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს . 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის , კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში ) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე . მუხლი 12 1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი . 2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი : ა ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს ; ბ ) ანაწილებს საქმეებს , აძლევს დავალებებსა და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს ; უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას ; გ ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ; დ ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ; ე ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ ; ვ ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ; ზ ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ ; თ ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს , აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის /დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები