დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.144.016339 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 სექტემბრის №26 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/09/2015, 010250000.35.144.016218):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სატრანსპორტო საშუალებიდან ან მისი მისაბმელიდან გარე ვაჭრობა აიკრძალოს ქ. ქარელში – ჭავჭავაძის, თამარ მეფის, 9 აპრილისა და ნინოშვილის ქუჩებზე. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით სადღესასწაულო და წინა სადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელება დაევალოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები