დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.142.016212 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.142.016183) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, კონტროლის და შიდა აუდიტის განყოფილებისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.“. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-4 პუნქტი: „4. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორცილდება ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.“. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობა 1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 2. შიდა აუდიტის სუბიექტი დაწესებულების სხვა სუბიექტებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია. 3. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში. 4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. 5. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში. 6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.“. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. უფლებამოსილების დელეგირება 1. დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია მოახდინოს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით განსაზღვრული უფლებამოსილების მისდამი დაქვემდებარებულ უფლებამოსილ პირზე დელეგირება. 2. უფლებამოსილების დელეგირება დაწესებულების ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას“. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები 1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.“. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი: „მუხლი 9. დასკვნითი დებულება „1. სამსახურის დებულებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები