დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №16 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016337 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №16 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №16 დადგენილებში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/07/2015, 010250020.35.144.016208):
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება განხორციელდეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერის ბრძანებით“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მერის ბრძანების საფუძველზე“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს: ა) ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადებას და ბრძანების საფუძველზე ცვლილებების განხორციელებას (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადებას და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, ცვლილებების განხორციელებას (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენას; გ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადებას და ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად ბიუჯეტის სარეზერვო, ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების დაზუსტებას ბიუჯეტში; დ) მერის ბრძანების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. მერის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ქარელის მერთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში მერის ბრძანების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად“. 9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ.“. 10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა ამზადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით“. 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობა №“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები