ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი
98
02/04/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №98

2018 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე.

2. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);

ბ) პროფესიული ნაწილი.

3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი                                                                       თ. წულუკიანი