„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016429
25
02/04/2018
ვებგვერდი, 11/04/2018
190020020.35.158.016429
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2018 წლის 2 აპრილი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ  დანართ 1-ში  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  1-ის პირველი მუხლის პირველი  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (რაც არ ფინანსდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით)“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018წწ. პერიოდში):

ა) შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;

ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;

გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს;

დ) ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით ყოველი წლის პირველი ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

 ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა).“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-6 მუხლს დაემატოს  3პუნქტი  და ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„31. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად,  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სტუდენტებმა მერიაში  უნდა წარადგინონ ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში. განცხადებისა და დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თარიღიდან“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-7 მუხლს პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ ბენეფიციარებს:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  18 წელზე მეტი ასაკის პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის 21-ე მუხლს მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი