დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.144.016336 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 ივნისის №9 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ივნისის №9 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 28/06/2016 010250050.35.144.016251):
1. დადგენილების დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების გეგმას, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების საფუძველზე, ამტკიცებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი დანართი 2-ის შესაბამისად“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.“ 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ნებართვის ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია.“ 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6.ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.” 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 შეიცვალოს ახალი დანართი 2-ით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 2
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) განთავსების
ნებართვა № |
ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- საფუძველი------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მოქმედების ვადა
-------------------------------------------------------დან --------------------------------------------------------მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში. სანებართვო პირობები : --------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- ნებართვა გაცემულია 20-- წლის --------------------------------
--------------------------- --------------------------------- ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი ბეჭდის ადგილი . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები