დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.144.016335 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილებაში, ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07/03/2016, 010250000.35.144.016245):
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. ეთხოვოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერს, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან და საჯაროდ გამოცხადებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. 2. ეთხოვოს ქარელის გემუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ან და საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაციისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 შეიცვალოს ახალი დანართი 2-ით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 2
|
1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ |
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება ან/და ცხადდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები