„2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016324
220
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
010250050.35.157.016324
„2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №220

2018 წლის 30 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

„2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6-8 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის სოციალური  უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2018, სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016299):

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან (ხუთი და მეტი შვილი)  ოჯახზე, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დახმარების გაცემის წესი

ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები დაინიშნება  სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე და გაიცემა ყოველთვიურად, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. დედით ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება

1. დედით ან მამით ობოლ, თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) მშობლის (დედის ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი,  სრულწლოვანი და ან ძმა,  ბებია , პაპა და ოჯახის სხვა წევრი.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ და დიალიზზე მყოფ პირთა დახმარება

1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ, აგრეთვე დიალიზზე მყოფ პირზე, წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV–100/ა);

გ) ბენეფიციარის  პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. დახმარების გაცემის წესი

წინამდებარე პროგრამის III თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე (გარდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 მე-17 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. ურგენტული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა), პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით

1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს:

ა) პაციენტის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ) გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 50%-ით, არაუმეტეს 400 ლარისა.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის, რომლის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ქულას, განისაზღვროს მშობიარეთა თანადაფინანსება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.

5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა №IV–100/ა)და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა

1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული ა(ა)იპ-ის სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ  იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ (370 ბენეფიციარი კალენდარული წლის განმავლობაში) ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს. აგრეთვე ლიმიტის (ადგილების) არსებობის შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მიუხედავად, კომისიის გადაწყვეტილებით.

2. შესაბამისი ა(ა)იპი უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ორ კატეგორიას: ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს ყოველდღიურად ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებთ – საკვები პროდუქტით თვეში ერთხელ.

3. ბენეფიციართა ახალი რეესტრი ჩამოყალიბდეს აღნიშნული პროგრამის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება არ შეეხოს იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სიაში ჩართულ იქნენ ,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 31-ე მუხლის II პუნქტის და ,,2017 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 26-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისით.

4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი);

ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე