„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016986
80
25/04/2018
ვებგვერდი, 26/04/2018
100040000.22.038.016986
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №80

2018 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/04/2011, 100040000.22.038.016040) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“ და „112“ პუნქტები:

„111. ვიდეოპაემნის მსურველი პირი, ვიდეოპაემნის ოთახში შესვლამდე, ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოპაემნის მსურველი პირი გადის შემოწმებას ხელის მეტალმძებნით/თაღურიმეტალმძებნით ან სკანერით.

112. დაუშვებელია ვიდეოპაემნის ოთახში ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ფოტო-აუდიო-ვიდეოტექნიკის და ფიქსაციის სხვა საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვიდეოპაემის მსურველ პირს სთავაზობს ნივთების დატოვებას სპეციალურად გამოყოფილ სათავსოში და გადასცემს სათავსოს გასაღებს. ვიდეოპაემნის მსურველი პირის მიერ მითითებული ნივთების დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი არ დაიშვება ვიდეოპაემნის ოთახში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი