დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016285 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა"–ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 01.01.2018 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016263), როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილებაში |
მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი |
თავი I
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
2018
წლის ბიუჯეტის
ბალანსი
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 15 889.3 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახადები 4 200 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
2018 წლის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გრანტები 9 118.4 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 570.9 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები 10 364.5 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 491.3 ათ.ლარით, მათ შორის
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 491.3 ათ.ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში) ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებისზრდა ფუნქციალურ ჭრილში |
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-2,966.5) ათ. ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-2,966.5) ათ.ლარის ოდენობით
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (2,966.5) ათ.ლარის ოდენობით |
მუხლი 12.
სამტრედიის
მუნიციპალიტეტის 2018 წლის
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი შეადგენს 133,9 ათ.ლარს. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 187,0 ათ.ლარი მიიმართოს:
ა)„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.7 ათ. ლარი ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 96.3 ათ. ლარი გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის”-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის პრიორიტეტები და პროგრამები |
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები