ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016327
12
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
010250020.35.144.016327
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №12

2018 წლის 30 მარტი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge,18/07/2014,010250020.35.144.016151):

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„კ) განიხილავს, ან/და შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვასა და შესრულებას“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მ) განიხილავს და შეიმუშავებს  წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის,  კომისიების, საკრებულოს აპარატის დებულების პროექტებთან დაკავშირებით და ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს სხდომისთვის.  აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტებს და  მათში ცვლილებების შეტანის საკითხებს; მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში და ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი