დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.135.016223 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.135.016203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს რეგლამენტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს რეგლამენტის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია 1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა. 2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები