დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016270 |
|
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ი), ი1) და ი2) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის, მე-20 მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართი ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული დაწესებულებ(ებ)ის (ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი დაწესებულება) მიერ ავტორიზაციის გავლისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
კვალიფიკაცია და გამოცდილება |
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას, ასევე აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს: ა) აქვს უმაღლესი განათლება ნებისმიერ დარგში ან უმაღლესი პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში ან პროფესიული განათლება აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაციით. ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. |
მუხლი 2.
სამართლებრივი აქტების ცოდნა |
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ I, III და VI თავები. ვ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ი) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბერის №437 დადგენილება. |
მუხლი 3.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები |
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; ე) განათლების ძირითად თეორიებს; ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში; ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს; ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს; კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს; ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს; მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს. 2 . საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ვ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა; ზ) დოკუმენტაციის ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით წარმოება. |
მუხლი 4.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა |
1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მიხედვით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები