„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024813
2452
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024813
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2452

2017 წლის 22 ნოემბერი

. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის  №1902  განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის   მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება  არა უგვიანეს 2018 წლის 30 მაისისა;“;

ბ)  „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – არა უგვიანეს 2018 წლის 30 მაისისა.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შპს „აქვა გეო“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „კობს“ შორის 2015 წლის 15 სექტემბრის  ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „აქვა გეო“ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის  №1902 განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ საპრივატიზებო პირობებს.

3.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი