დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მათზე არსებული მეურნეობის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2450 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024811 |
2450
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024811
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მათზე არსებული მეურნეობის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2450 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი |
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მათზე არსებული მეურნეობის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
|
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალავერში მდებარე 1496 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების: №1-№3 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №80.04.65.482), 6187 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №80.04.65.484), 34000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №80.04.65.032), 449371 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №80.04.65.483), 869779 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №80.04.65.046) და მათზე არსებული მეურნეობის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები