„ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024806
2446
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024806
„ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2446

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №884 განკარგულებაში და განკარგულების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2017-2018 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებულ ადგილებზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მიწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის, მისი მოწყობის სამუშაოებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვები;

ბ) უზრუნველყოს კონსტრუქციული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები;

გ) უზრუნველყოს ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიებთან ელექტროენერგიის ქსელის მონტაჟისათვის საჭირო ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება;

დ) დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შერჩეულ ადგილებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების განლაგების შესაბამისად, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ელექტროენერგიის ქსელის გაყვანის სამუშაოებისა და სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები.“;

ბ) განკარგულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები 2017 წელს განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2018 წელს – შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილ