GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ

GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024822
2440
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024822
GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2440

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ხელშეკრულებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიღება.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი