ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

  • Word
ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 21/02/2002
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1280
14/02/2002
სსმ, 16, 21/02/2002
0000.00.00.000000
ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისა და საარსებო მინიმუმის გადაანგარიშების წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში განსაზღვრონ სასურსთო კალათის შემადგენლობა და კვების პროდუქტების მოხმარების ნორმები, დაადგინონ სამომხმარებლო კალათის სასურსათო და არასასურსათო ნაწილებს შორის თანაფარდობა და მოამზადონ საქართველოს კანონის პროექტი საარსებო მინიმუმის შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანაში საარსებო მინიმუმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე შეიმუშაოს პროგრამა, რომელშიც ეტაპობრივად იქნება განსაზღვრული თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს (მინიმალური პენსია, მინიმალური ხელფასი) შორის.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე რ. ჯაფარიძე

თბილისი,

2002 წლის 14 თებერვალი.

1280–IIს