„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №130 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯი თი ემ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024826
2438
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024826
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №130 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯი თი ემ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2438

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №130 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯი თი ემ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №130 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე შპს „ჯი თი ემ გრუპის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ან მათ ნაწილზე ფეროშენადნობი ქარხნის აშენება, ექსპლუატაციაში მიღება, ფუნქციონირების დაწყება და ამ მიზნით  ტექნიკის შეძენა, ასევე სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) ღია/დახურულ საწყობებს;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ჯი თი ემ გრუპი“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ჯი თი ემ გრუპს“  შორის 2014  წლის 25 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, გარდა 76 500   (სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარისა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი