საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024817
2437
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024817
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2437

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიბანში მდებარე 200 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (ობიექტი №1, არასაცხოვრებელი, განაშენიანება – 120,77 კვ. მ)  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.25.05.087) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი