სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024816
2436
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024816
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2436

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს  სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უაზის მარკის ავტომანქანა (მოდელი: 31512, სახელმწიფო ნომერი: FF146XX, ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი: 1006306, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი: 0673536-0036247, გამოშვების წელი: 1998) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი