დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024805 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2432 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
|
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში არსებული სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გადაეცეს 5 (ხუთი) ინდივიდი მუხის ხე; ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის მოსაპოვებლად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდის კახეთის სატყეო სამსახურის საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის ხაშმის სატყეოს №17 კვარტლის №11 და №9 ლიტერებში სანიტარიული ჭრის წესით დაამზადოს 5 ინდივიდი მუხის ხე; გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით სანიტარიული ჭრისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა; დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისთვის სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები