დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024802 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2430 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
|
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და არამომგებიანი ახალი ინოვაციური დიაგნოსტიკის განვითარების ფონდ FIND-ს შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – „ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში დაავადების კონფირმაციისა და მკურნალობისას HCV ვირემიაზე ტესტირების მოდელების განხორციელების შესაძლებლობის, მიმღებლობის, ეფექტურობისა და ხარჯთეფექტურობის შეფასება საქართველოში“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები