საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024800
2429
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024800
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2429

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-T-NCDC ხელშეკრულებით  გათვალისწინებული გრანტის („ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“) ფარგლებში, კომპანია სეფიდისგან (Cepheid HBDC SAS) ქვეყანაში უკვე არსებული GeneXpert-აპარატებიდან 19 ერთეული აპარატისთვის (რომელიც შესყიდული იყო 2016 წლამდე)  3-წლიანი  საგარანტიო  მომსახურებისა და 2 (ორი) ერთეული საკალიბრაციო კიტის შესყიდვაზე „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის  17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ (შემდგომში – წესი) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებითა და მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პირობებისაგან განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს ცენტრს, კომპანია სეფიდთან (Cepheid HBDC SAS) გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში გაათავისუფლოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან და წინასწარი ანგარიშსწორება აწარმოოს შესაბამისი გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                                            გიორგი კვირიკაშვილი