„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017503
44/ნ
04/04/2018
ვებგვერდი, 04/04/2018
430030000.22.022.017503
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2018 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-12 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, ცენტრს წერილობითი სახით წარუდგენს ინფორმაციას (ექსპერტთა გუნდის დასკვნას/დასკვნებს) იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა);“.

2. მე-4 პუნქტ„ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა);“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი