სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 11/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016394
30
30/03/2018
ვებგვერდი, 05/04/2018
010260020.35.108.016394
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 30 მარტი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი  ნაწილის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის  და „ნორმატიული  აქტების  შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლისა  და  25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის   სამსახურის თანდართული  დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების    სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“  სენაკის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017   წლის  15 ნოემბრის   №65   დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 11 მაისიდან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია



დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. მერიის   სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური
1. მერიის  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური  (ტექსტში  შემდგომ  –  სამსახური)  არის  მერიის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  განვითარებისა  და  კეთილმოწყობის  სამუშაოთა  დაგეგმვას  და ორგანიზებას.

2. სამსახური  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს  კანონმდებლობის,  მერიის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქ. №103.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

2.   სამსახურის   საქმიანობას   წარმართავს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  და  სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-9  მუხლით  და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის  უფროსის   სამუშაოთა  აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურის უფროსის  არყოფნის   შემთხვევაში,  მერის  ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის  დებულების მე-16   მუხლით,  განყოფილების   საჯარო  მოხელეების  ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი  სამუშაოთა  აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების  წესები განისაზღვრება მერიის  დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)   სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;  

ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;

ი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

ლ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;

მ)  ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების,  ხიდების,  გარე  განათების  რეაბილიტაციისა  და განვითარების დაგეგმვას,  შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ნ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ო)  წინადადებების  შემუშავებას  ტერიტორიის  დასუფთავებისა  და ნარჩენების  გატანის  საკითხებზე; შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და კოორდინაციას;

პ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე;

ჟ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;

რ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას;

ს) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ტ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

უ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების  ტარიფების  განსაზღვრის,  აგრეთვე  ამ  მომსახურების  მიმწოდებლებსა  და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ფ) წყალმომარაგების  (მათ   შორის,  ტექნიკური წყლით  მომარაგების)  და  წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;

ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.