დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016438 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2018, 010260020.35.153.016402), კერძოდ:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ახორციელებს შესყიდვებს“. 2. „საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლს „სამსახურის სტრუქტურა“ - დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ პუნქტი: „გ) შესყიდვების განყოფილება“. 3. „საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებას“ დაემატოს 81 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. შესყიდვების განყოფილება 1. კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას და განხორციელებას; ბ) შესყიდვების წლიური გეგმის და გეგმაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადებას; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას, შესყიდვის ხელშეკრულების მომზადებას; გ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; დ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლების, შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ; ე) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული წერილების და განცხადებების განხილვას, შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას; ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები