დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016392 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2018 - 26/02/2026)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №66 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №67 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 11 მაისიდან. |
|
დანართი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური |
1. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლებისა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ილია ჭავავაძის ქ. №103. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადებას და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; წინადადებების შემუშავებას განათლების, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; გ) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების წინადადებების მომზადებას, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებას; მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას; ზ) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას; თ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; ი) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; კ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ლ) სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ნ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ო) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას; მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; პ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის კოორდინაციას; სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტული და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას; ჟ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობის, მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; რ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამათა მომზადებას; ს) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ტ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; უ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას; ფ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვას და განხორციელების ხელშეწყობას; ქ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერას და საქმიანობის ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; ღ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, კანონით დადგენილი წესით; ყ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლას და ანალიზს; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებებისა და ინტერესების დადგენას; მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფას; შ) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვას, კომპეტენციის ფარგლებში; ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; ჩ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას; ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; ც) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები