„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016436
42
30/03/2018
ვებგვერდი, 05/04/2018
010250050.35.153.016436
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2018 წლის 30 მარტი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010250050.35.153.016376) კერძოდ:  

1.დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების (დანართი) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახური“.

2. დებულების  მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 13. ადმინისტრაციული სამსახური

1. წარმართავს მერიის საქმისწარმოებას,  მათ შორის საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან,სახელმწიფო ორგანოებთან,  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას.

2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) იურიდიული განყოფილება.“.

3. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 14. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, ახორციელებს შესყიდვებს“.

2.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;

ბ)საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

გ)შესყიდვების განყოფილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე