დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 25/01/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000 |
საქართველოს პარლამენტის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის 121 წევრის მიერ წარმოდგენილი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანოეიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით უზრუნველყოს "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 18 იანვარი.
N 1249 -რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები