დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №414 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024786 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2415
2017 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №414 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №414 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანმიმდევრული შესრულების მიზნით, ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები