თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის 69-ე კონგრესში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის 69-ე კონგრესში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024785
2414
16/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024785
თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის 69-ე კონგრესში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2414

2017 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის 69-ე კონგრესში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

1 . „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის  №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის 69-ე კონგრესში (ქ. თბილისი, 2017 წლის 24-26 ნოემბერი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2017 წლის 23 ნოემბრიდან 2017 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული კონგრესის მონაწილე ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის წევრებს.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად .

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის 69-ე კონგრესში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის)  რაიმე ფორმით აღიარებას.

 

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი