„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.134.016256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
03/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
190020030.35.134.016256
„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/04/2018 - 27/04/2018)

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2018 წლის 3 აპრილი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი  190020030.35.134.016185. 17/12/2015)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა, თანახმად დანართი №2-ისა.“
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლი ,,მე-2“ და ,,მე-3“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერის) ბრძანების შესაბამისად.
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი  თანხების  შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად“.

ბ) მე-3 მუხლი „მე-3“, „მე-4“,  „მე-5“, და „მე-6“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებების გადანაწილებაზე მერის  მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და მერის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
5. მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება მერის  ბრძანებით), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. მერის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“
3. დადგენილებით დამტკიცებული „დანართი №2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი № 2

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 

გეგმის ცვლილების

ცნობა №

 20   წლის  „__“   _________

(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, ქვეპროგრამისა და  პროგრამული კოდი)

 (ცვლილების საფუძველი - სამართლებრივი აქტი)

20  წლის „_____“ ___________________

__________________________________________________________________________________________

(ცვლილების შინაარსი)            

                                                                                                            (ლარებში)

პროგრამული კოდი

საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილების თანხა +/-

(გადიდებული, შემცირებული)

წლიური

მათშორის: კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 დაფარვის ან მიმართვის წყარო

 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება

 2. სარეზერვო ფონდი.

 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი.

 4. დანარჩენი ცვლილება

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:

 პასუხისმგებელი შემსრულებელი:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე