დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016274 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
მუხლი 1.
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვებუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) მერის მოადგილე;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის სათაური, პირველი და მეორე პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მერის მოადგილე 1. მერის მოადგილეს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) მერიის აპარატი; ბ) საფინანსო სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; დ) არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური; ე) ზედამხედველობის სამსახური; ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური; ზ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა -შესწავლის სამსახური; თ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური; ი) მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები