ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016001
29
23/03/2018
ვებგვერდი, 04/04/2018
000000000.00.138.016001
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №29

 

2018 წლის 23 მარტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – სკვერის სახელდების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-13 პუნქტების შესაბამისად:

1. ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩა №6-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე სკვერს ეწოდოს ,,ბექა ჯაყელის სახელობის სკვერი“.

2.  განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:

ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ოფიციალური გაცნობიდან  ერთი  თვის  ვადაში  ახალციხის  რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62).

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                                                   გელა ნოზაძე