„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №102/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №102/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017502
43/ნ
30/03/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
430050000.22.022.017502
„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №102/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №43/ნ

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №102/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №102/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017356) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 7. გარე დამკვირვებელი

1. გარე დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – გარე დამკვირვებელი.

2. გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;

ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას;

გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

3. გარე დაკვირვების პროცესს გაკვეთილის შეფასების უფლების გარეშე შეიძლება დაესწრონ მასწავლებლის ზედამხედველი ფასილიტატორი ან/და რესურსცენტრის მიერ წარდგენილი პირი.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 8. გარე დაკვირვების ეტაპები

გარე დაკვირვება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;

ბ) გაკვეთილზე დაკვირვება;

დ) გაკვეთილის შეფასება.“.

4. მე-9 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ ერთი დღით ადრე აცნობებს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლისა და ფასილიტატორის ინფორმირება და მომდევნო დღისთვის საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი ორგანიზება.

3. წინასაგაკვეთილო შეხვედრა წარიმართება გარე დამკვირვებელსა და მასწავლებელს შორის და ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს შორის გაკვეთილის წარმართვის დღეს.

4. წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე მასწავლებელი წარადგენს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას, გარე დამკვირვებელსა და სხვა დამსწრე პირებს აწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 10. გაკვეთილზე დაკვირვება

1. გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელი.

2. გარე დამკვირვებელი ავსებს ამ წესის დანართით გათვალისწინებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას.

3. გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.“.

6. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 12. გაკვეთილის შეფასება

1. გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

2. გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.

3. ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იქნეს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.

5. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.

6. თუ მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს.“.

8. მე-14 მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს, თუ საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საფასურის გადახდიდან 1 თვის განმავლობაში. საფასურის თანხა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.“.

9. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება.“.

10. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

1. გარე დამკვირვებელი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი და საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:

ა) რომელიც არის გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებელი;

ბ) რომელიც არის გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებლის ნათესავი;

გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს ფინანსური ან პირადი სარგებელი გარე დაკვირვების შედეგების შემთხვევაში.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელდება განმეორებითი გარე დაკვირვება სხვა გარე დამკვირვებლის მიერ.“.

11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 17. გარდამავალი დებულებები.

1. 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის გარე დაკვირვება განხორციელდება საპილოტე რეჟიმში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ წესისგან განსხვავებული რეგულაციები.

2. ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი არ გავრცელდეს იმ მასწავლებლებზე, რომლებიც უარყოფით შეფასებას მიიღებენ საპილოტე რეჟიმში განხორციელებული გარე დაკვირვებისას.“.

12. მე-10 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დანართი „გაკვეთილის აღწერის ფორმა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი

მასწავლებლის სახელი და გვარი -----------------------------------

 

გაკვეთილის აღწერის ფორმა

 

დრო (წთ.)

აქტივობა / სხვა ქმედება

 

კომენტარი/დაზუსტება

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვადასტურებ:

გარე დამკვირვებელი: ...................................                     ხელმოწერა: ...............................

                                   

 

თარიღი: .................................“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი