დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016281 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,17/11/2017 წ., 010260020.35.136.016242) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 4. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. 5. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის სტრუქტურაში შემავალი საჯარო მოხელეებისგან. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 7. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 8. სამსახურის დაფინანსების წყაროა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1. მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენაში და მათ შესაბამისობაSი მოყვანაზე, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება; ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების არქიტექტურულ სამშენებლო პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა; დ) უკანონო, ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზება და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობა; ე) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე ცალკეული დავალებების შესრულება. 2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე რეკლამის განთავსების, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოფხვრაზე კონტროლი; ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება. დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე, დემონტაჟზე და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, კომუნიკაციათა ჯიხურების ჭების და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; დ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული შენობა ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების, დანადგარების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიების განხორციელება; ე) სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა. მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა) კონტროლის დაწესება; ვ) გარე რეკლამის განთავსება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი; ზ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; თ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა“ და საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; ი) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; კ) მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან\და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა; ლ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება, კანონით დადგენილი წესით, ვადებში განხილვა; მ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) სამსახურის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად. პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; ზ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას. კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე. ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 1074, 1191, 125-ს მე-8 პუნქტი,134-ე, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე, 35-ე, 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით, 39-ე, 43-ე მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს. მ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში. ნ) ესწრება მერის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; ო) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერისა და კურატორი მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან\და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 5. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5. სხვა დებულებანი 1.წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები