„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 11/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016068
34
11/04/2018
ვებგვერდი, 11/04/2018
130000000.63.075.016068
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №34

2018 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი -130000000.63.075.016011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წვევამდელის მიერ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური