„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016547
1-1/152
29/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
040030000.22.024.016547
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/152

2018 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს   ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2010 წ., მუხ.431) დამტკიცებული  დებულების დანართ №1-ში („ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის  №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. დაინტერსებული პირების მიერ შესაბამის განაცხადთა სამინისტროში წარდგენის ვადაა, არაუგვიანეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარული დღის 18:00 საათი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება და მთავრდება ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს შესაბამის რეგიონების მიხედვით ასამოქმედებელი ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2018 წლის 12 აპრილისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 28 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი