დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020469 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ წარმართული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის კონკრეტულ მიმართულებათა განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად;“; ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინადადებათა ანალიზი, მათი განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და კოორდინაცია; ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების კოორდინაცია, ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება, ხელმოწერილი დოკუმენტების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;“; გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ურთიერთობების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ან საზოგადოებრივ ცენტრებთან.“. 2. მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტები; ე) შეიმუშაოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, ასევე, საქართველოს მთავრობას, დადგენილი წესით, წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობასა და სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთა საქმიანობას;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ სარატიფიკაციო სიგელებს;“; გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) აუქმებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის/მთავრობის/პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ აქტებსა და მინისტრის ბრძანებებს;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სისტემის დიპლომატიური თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;“; ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როტაციის წესით, სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და სამუშაო მივლინებიდან გამოიწვევს დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს;“; ვ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გასცემს ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს;“; თ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) დადგენილი წესით, ანიჭებს დიპლომატიურ რანგებსა და მოხელის კლასებს, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ;“; ი) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) უფლებამოსილია, შექმნას საკონკურსო კომისია;“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პოლიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი; საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და შესაბამისი კონცეპტუალური თუ სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა და კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია, ქვეყნის დეოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, არაღიარების პოლიტიკა, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ამ პროცესში ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების ეფექტიანი გამოყენება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ბ) ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამსახურების მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის გაწევა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; გ) ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომლის შემადგენლობაში შედის: გ.ა) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტების კოორდინაცია; ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება; გ.ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი; ევროკავშირთან საქართველოს ღრმა პოლიტიკური ასოციირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებისათვის ახალი პლატფორმების ძიება; ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის შესაბამისად, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითობის გაზრდა და დასაქმების ხელშეწყობა;“; გ) „ს2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს2) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესაბამისი ტაქტიკური ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების დაცვის საკითხებში დიპლომატიური წარმომადგენლობების რეგიონალური და ლოკალური საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, აქტუალური მოვლენების გამოკვეთა და შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ცალკეული ღონისძიებების განსახორციელებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმების, რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხო კომუნიკაციის, ვიდეოკონტროლის, დაშვების კონტროლის, დაცვის, სახანძრო დაცვის, ავტოსიგნალიზაციის, საგანგაშო, მოძრაობის კონტროლის საშუალებებით დაცვის განხორციელება, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპლექსური უსაფრთხოების სისტემის ექსპლუატაცია და უწყვეტი მონიტორინგი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გატარება-დაშვების რეჟიმისა და ვიზიტორთა აღრიცხვის ორგანიზება, ექსტრემალური (კრიზისული) ვითარების შექმნის შემთხვევაში, სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;“; დ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი : „ყ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საკომუნიკაციო გზავნილებისა და ვიზუალური მასალის შემუშავება- გავრცელება; ქვეყნის შიგნით და გარეთ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაცია და კოორდინაცია; საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სამეცნიერო, დონორი, კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა; ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა; ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი; ციფრული დიპლომატია.“. 5. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკონსულო დაწესებულების შესახებ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.“. 7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები