„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020466
151
29/03/2018
ვებგვერდი, 30/03/2018
340170000.10.003.020466
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2018 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. პროგრამის ძირითადი განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. პროგრამის განხორციელებაში  მონაწილეობენ:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ საინფორმაციო კამპანიას;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ.ა“ – „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№3 დანართით), თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 150 სულს;

ბ.ბ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№4 დანართით), თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 300 სულს;

ბ.გ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№5 დანართით), თუ ამ სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ცხვრების (ნერბი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 1000 სულს;

ბ.დ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№6 დანართით), თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული თხების (ნეზვის) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივს ან/და მათ მეპაიებს საკუთრებაში ჰყავთ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობა;“.

4. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათი მეპაიეების საკუთრებაში არსებული ფურების, ნერბების ან ნეზვების რაოდენობის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები  გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი