„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017085
131
30/03/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
200090000.22.033.017085
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №131

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის:

 

1. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  მე-15 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (გარდა საქართველოს საწარმოს მიერ გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი დივიდენდისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილების შესაბამისად მიღებული დივიდენდებისა და 131-ე მუხლის მე-5,  მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად მიღებული პროცენტებისა), მათ შორის, შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. ამასთან, როცა დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი ფიზიკური პირი დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-15 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ „დ1“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;“.

2. 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) 16.1 სტრიქონი – აისახება წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. მათ შორის:

– საწარმოს ლიკვიდაციისას განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;

– საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების გზით აქტივების გადაცემა, (გარდა საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტებისათვის აქტივების გადაცემისა, თუ ამ საწარმოს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია), რომლის ღირებულებაც აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;

– საწარმოს აქციის/წილის გამოსყიდვისას განხორციელებული გადახდა/განაცემი (ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას), რომელიც აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;

– რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემით პარტნიორზე განხორციელებული გადახდა.

 შენიშვნა: 16.1 სტრიქონში ასევე შეიტანება 2008 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი.  ამასთან, 16.1 სტრიქონში არ შეიტანება:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოგების განაწილება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივზე, გარდა:

ა.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აღნიშნული პირ(ებ)ისა;

ა.ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა;

ა.გ) 2019 წლის 1 იანვრამდე კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდებს;

ა.დ) კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდებს;

ბ) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული დივიდენდის განაწილება;

გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება;

დ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება;

ე) 2008 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან კომერციული ბანკისგან, საკრედიტო კავშირისგან, სადაზღვევო ორგანიზაციისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდისგან მიღებული დივიდენდის განაწილება;

ვ) არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგების განაწილება.“.

3. 112- მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებული მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე