„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016301
35
28/03/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
010250050.35.125.016301
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2018 წლის 28 მარტი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2018  წლის 26 იანვრის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 02/02/2018 წელი; 010250050.35.125.016281) დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 19. მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნებიან:

ა) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

ბ) საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე სამსახურებრივი გადაყვანისას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე