„ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016447
44
28/03/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
010250050.35.123.016447
„ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2018 წლის 28 მარტი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის № 70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე, ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-10 თავის შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია