დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.020465 |
|
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ნოემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2017, 040090000.10.003.020215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მიზანია, თანდართული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვის ობიექტის კონკრეტული სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ის გარეშე), საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის თაობაზე, შესაბამისი შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის აქციების მმართველ პირთან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის იდება ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის მიერ.“. 5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოყოს შესაბამისი პირთა ჯგუფი (ინსპექტირების ჯგუფი).“. 6. ამ წესის დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
დანართი №2
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები