„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.017500
41/ნ
28/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
430150000.22.022.017500
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №41/ნ

2018 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430150000.22.022.016863) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების  დაფინანსების წესი და პირობების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში ექსპერტი) / დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი) პირი / პირთა ჯგუფ(ებ)ი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“;

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

დ) ექსპერტებისაგან და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;“;

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო-კვლევითი გრანტის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით, ხოლო მაქსიმალური 36 თვით.

2. 36-თვიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 63000 ლარს, 30-თვიანი პროექტისათვის - 52500 ლარს, 24-თვიანი  პროექტისათვის - 42000 ლარს, 18-თვიანი პროექტისთვის - 31500 ლარს, 12-თვიანი პროექტისათვის - 21000 ლარს, ხოლო 6-თვიანი პროექტისთვის - 10500  ლარს.".

4. მე-7 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით;

დ) ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი   პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;“;

5. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. პროექტების შეფასება ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ, პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს და/ან დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარ ჯგუფ(ებ)ს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ექსპერტები და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი პროექტებს აფასებენ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არ შეიძლება ექსპერტი და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრი იყოს პირი:“;

ე) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

10. ექსპერტი და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და  ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.“;

ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა და/ან  ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.“;

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ექსპერტების და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:  

კრიტერიუმები და განმარტებები

C-

C

C+

B-

B

 

B+

 

 

A-

 

A

A+

შეფასება (A/B/C)   კრიტერიუმის მიხედვით

1. სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 9 ქულა

1.1. კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, პრობლემის ფორმულირება

1.2. კვლევის მიზნები და ამოცანები

1.3. კვლევის მეთოდოლოგია

1.4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან კვლევის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა და გავრცელების (დისემინაციის) გეგმა

1.5. ინტერდისციპლინურობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 2. აკადემიური კომპონენტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 9 ქულა

 

2.1. დოქტორანტის  მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, სამეცნიერო პროდუქტიულობა და სტატიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2.2. დოქტორანტის აკადემიური პროგრესი (ტრანსკრიპტში ასახული ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებისა და კომპონენტების გავლის შესახებ)  

2.3. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით თემასთან   

2.4. პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოქტორანტის უცხოეთში ვიზიტის შესაბამისობა საკვლევ თემასთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

მინიმუმ 1

მაქსიმუმ  9  ქულა

3.1. პროექტის გეგმა-გრაფიკის (ეტაპების, ვადებისა და განხორციელების გზების) განხორციელებადობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

3.2. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

3.3. წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მატერიალური, ტექნიკური და ინტელექტუალური გარემოს/რესურსების  შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქულების ჯამი:

მინიმუმ - 3

მაქსიმუმ - 27  ქულა

შემაჯამაბელი შეფასება პროექტის შესახებ (ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შემაჯამებელი შეფასება სამივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად);

      □ A

      □ B

      □ C

შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შემაჯამებელი კომენტარი სამივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად):

 

2. შეფასების სამი კრიტერიუმიდან (1 - სამეცნიერო-კვლევითი პროექტი; 2 - აკადემიური კომპონენტი; 3 - პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა) თითოეული ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1-9), სადაც 1-3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის  შეფასებას, ხოლო 7-9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა.

კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:

შეფასება ქულით

შეფასება ABC კატეგორიით

             შეფასება

განმარტება

1

C-

სრულიად შეუსაბამო

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო

2

C

ნაწილობრივ

შეუსაბამო

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

3

C+

სუსტი

პროექტი მცირედ პასუხობს, შეუსაბამოა ამ კონკრეტულ კრიტერიუმთან, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები.

4

B-

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები

5

B

 საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია

6

B+

საკმაოდ კარგი

პროექტი მთლიანობაში პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არასაკმარისია

7

A-

 კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

8

A

 ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.

9

A+

 საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.

3. შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ ეფუძნება და შესაბამისობაში უნდა იყოს შეფასების სამივე კრიტერიუმში 9-ქულიანი (1-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:

ქულა

ABC კატეგორია

21-27

A

10-20

B

3-9

C

4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 18 ან მეტი ქულა. თუ პროექტის შეფასება პირველ და მეორე კრიტერიუმში არის „C“, პროექტი არ განიხილება დასაფინანსებლად, მიუხედავად ჯამური ქულების ოდენობისა.

5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში.

აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“.

7. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დოქტორანტმა შეცვალა დისერტაციის თემა და მოწვეული ექსპერტი დაასკვნის, რომ ცვლილება/ცვლილებები არ აკმაყოფილებს დაფინანსების მოსაპოვებლად თავდაპირველად გამართული საგრანტო კონკურსის პირობებს, ასევე ისეთი ცვლილებისას, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას განსხვავებულ დარგში/სპეციალობაში ან მიმართულებაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოქტორანტმა მის  მიერ შესყიდული  ხელსაწყოები და აპარატურა (კომპიუტერული ტექნიკის გამოკლებით), ასევე გაუხარჯავი ლაბორატორიული და სხვა მასალები უნდა გადასცეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. დოქტორანტი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული აუთვისებელი თანხა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი